Twitter-ის მომხმარებლებმა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ილონ მასკის გადადგომას დაუჭირეს მხარი

Twitter-ის მომხმარებლებმა მხარი დაუჭირეს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ილონ მასკის წასვლას.

BBC-ის ინფორმაციით, გამოკითხვაში, რომელიც მასკმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე ჩაატარა, გამოკითხულთა 57,5%-მა მის გადადგომას მისცა ხმა.

მანამდე მასკმა, რომელსაც Twitter-ზე 122 მილიონი გამომწერი ჰყავს, განაცხადა, რომ გამოკითხვის შედეგებს დაემორჩილებოდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 17,5 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო.

მსგავსი თემები