ქუთაისში, ავტობუსის გატაცების მცდელობის საქმეზე დაკავებული მამაკაცი გაათავისუფლეს

ქუთაისში, ავტობუსის გატაცების მცდელობის საქმეზე დაკავებული პირი თავისუფალია. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ადვოკატის განცხადებით,  მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებული და მასთან ერთად მყოფი დაკავებული მეგობარი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

ცნობისთვის, ქუთაისში 16 დეკემბერს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა 24 წლის მამაკაცმა, ჭავჭავაძის გამზირზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტში, იმ დროს, როცა მძღოლი ტრანსპორტიდან გადასული იყო, მგზავრიდან მძღოლის ადგილი დაიკავა, ავტობუსი დაძრა და 20- მგზავრთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით წავიდა.

მსგავსი თემები