ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ

ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ.

შემთხვევა ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მოხდა. მას პირდაპირ ეთერში უცნობმა მოქალაქემ კვერცხები ესროლა და სიტყვიერად დაუპირისპირდა, რის შემდეგაც შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ამ დროისთვის თავდამსხმელის ვინაობა უცნობია.

მსგავსი თემები