ხანძარი ლიონში – დაიღუპა ათი ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვია

საფრანგეთში, ლიონში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათი ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი გარდაიცვალა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით ღამის სამ საათზე გაჩნდა. ადგილზე სამაშველო სამსახურის 170 თანამშრომელი და 65 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შვიდსართულიან კორპუსში გაჩნდა. ოთხი ადამიანი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია.

შემთხვევის შედეგად  დაშავდა ათი ადამიანი, მათგან ორი მეხანძრე.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი თემები