ვლადიმერ პუტინი ბელარუსს ეწვევა

ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბელარუსს ეწვევა. ინფორმაციას მედია ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინი ბელარუს კოლეგას, ალექსანდრე ლუკაშენკოს მინსკში შეხვდება.

ცნობისთვის, პუტინის ვიზიტი მას შემდეგ ხორციელდება, რაც გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბელარუსი ატარებს “მზადყოფნის წვრთნებს”.

მსგავსი თემები