რა არის აქლემის გრიპი – სამედიცინო სფეროს ექსპერტები საზოგადოებას აფრთხილებენ

უცხოური მედიის ინფორმაციით, კატარიდან დიდ ბრიტანეთში დაბრუნებულ 3 ადამიანს აქლემის გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდათ.

ახლა კატარში ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რის გამოც იქ უამრავი ადამიანი იმყოფება.
სამედიცინო სფეროს ექსპერტები შიშობენ, რომ აქლემის გრიპის შემთხვევების რაოდენობამ უახლოეს მომავალში შეიძლება მოიმატოს.

მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად,  არაერთი ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტომ (მათ შორის გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის) საკუთარ ვებგვერდებზე განცხადებები გაავრცელა და კატარში მყოფ ადამიანებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.

„აქლემის გრიპი“ არის რესპირატორული დაავადება, რომელსაც იწვევს კორონავირუსი სახელწოდებით – MERS-CoV-ი.  ის  პირველად 2012 წელს საუდის არაბეთში აღმოაჩინეს, საიდანაც შემდგომში ის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ინფექციის წყაროდ აქლემები ითვლებიან.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტოს მონაცემებით, ამჟამად მსოფლიო მასშტაბით, „აქლემის გრიპის“  2 600-მდე  მეტი შემთხვევაა ლაბორატიურლად აღწერილი. აქედან 935 ადამიანი დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ „აქლემის გრიპის“ სიმპტომები ძალიან ჰგავს კორონავიორუსს. თუმცა, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, „აქლემის გრიპი“ კოვიდ-19-თან შედარებით სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება.

მსგავსი თემები