ხანძარი თელავში – არიან დაღუპულები

თელავში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარედ გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევის დროს დაშავდა ორი ახალგაზრდა კაცი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, კვების ობიექტის მშენებლობაზე დასაქმებული 4 მამაკაცი, ღამის საათებში კოტეჯში იმყოფებოდა. მათ ეძინათ, როდესაც შეშის ღუმელიდან ცეცხლი გაჩნდა.

ერთ-ერთმა ხანძრიდან გამოსვლა შეძლო, ერთი ადამიანიც გამოიყვანა, ორი კი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

მსგავსი თემები