,,მზად არის, რომ სასამართლოს ჩაერთოს”- ზურაბ ჩხაიძე

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის, რომ სასამართლო პროცესს დისტანციურად დაესწროს.

„მე რამდენადაც ვიცი მზად არის, რომ ჩაერთოს”,- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების შესახებ სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

მსგავსი თემები