ქალზე ჯერ სექსუალურად იძალადეს, შემდეგ კადრები გადაიღეს და გაუვრცელეს – რა მოხდა ხულოში

შანტაჟი და ტერორი პირადი ცხოვრების კადრებით. დაზარალებულია ქალი, რომელიც ორ მამაკაცს მის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ირკვევა, რომ ქალზე ჯერ იძალადეს, კადრები  გადაიღეს, შემდეგ კი მოძალადეებიდან ერთ-ერთმა ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელა. მანამდე კი ახალგაზრდა ქალს ემუქრებოდნენ და ფულს სძალავდნენ.

სწორედ ამ მუქარის შემდეგ მიმართა ქალმა პოლიციას.  შემთხვევა ხულოს ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარზე  ორი პირი დააკავა. სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

სექსუალური კავშირის იძულება, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა  და გამოძალვა-ეს არის მუხლები, რომლებსაც გამოძიება დაკავებულ კაცებს ედავება.

მსგავსი თემები