“რუსთავი 2-ის” და “TV პირველის” ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

“რუსთავი 2-ის” და “TV პირველის” ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ.

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. 

ადვოკატები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენენ, რაც მოსამართლე რომან ხორავამ არ დააკმაყოფილა. 

არცერთი ბრალდებული , საუბარია 66 წლის უშანგი დათუნაშვილზე, რომელიც “რუსთავი 2-ის” ოპერატორს დაესხა თავს, ასევე “TV პირველის” ოპერატორის თავდასხმაში მონაწილე ირაკლი წიგნაძე წარდგენი ბრალს არ აღიარებენ. მათი ადვოკატები სდომაზე ამბობენ, რომ არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც 5 ივლისს მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ბრალეულობას ამტკიცებს.

საპირისპიროს აცხადებს ბრალდების მხარე. პროკურატურის ინფორმაციით, არსებეს არაერთი ვიდეომტკიცებულება, სადაც დაკავებულების ძალადობა მტკიცდება.  

უშანგი დათუნაშვილის და ირაკლი წიგნაძის ჩათვლით, 5 ივლისს განცორციელებულ ძალადობაზე 27 პირია დაკავებული. აქედან 23 ჟურნალისტებზე ფიზიკურ თავდასხმაშია ბრალდებული.

მსგავსი თემები