,,საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია”- ევროკავშირის საბჭო

,,უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია,” – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ დღევანდელი სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი.

ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს რეფორმების გზა და იმ პრიორიტეტების სრულად შესრულება, რომლებიც ჩამოთვლილია ევროკომისიის მიერ ამ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.

„ევროკავშირის საბჭო იმეორებს 2022 წლის 23 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული პერსპექტივა იყო აღიარებული და ამ ქვეყნებს მიენიჭათ წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის საბჭომ ასევე აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და დაადასტურა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტები იქნება შესრულებული. უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს და ამ ქვეყნების მოქალაქეთა მომავალი ევროკავშირშია“, – ნათქვამია დოკუმენტში.

 

 

მსგავსი თემები