,,არც ერთ პატიმარზე,  არ შეიძლება გადიოდეს ქვეყნის ბედი”- მამუკა მდინარაძე

,,არც ერთ პატიმარზე, რომლის წინაშეც სახელმწიფო ვალდებულებები პირნათლად სრულდება, არ შეიძლება, გადიოდეს ქვეყნის ბედი,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ყველა პატიმრის უფლებებზე ზრუნავს.

„არავინ საუბრობს სასჯელის კანონიერებაზე, ეჭვქვეშ არავინ აყენებს ამას. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს არა მხოლოდ ამ პატიმრის, არამედ ყველა პატიმრის უფლებებზე ზრუნავს. ვფიქრობთ, ეს დაკავშირებული  პიარკამპანიასთან, მაგალითად, ლობისტების, პიარშიკების დაქირავება ოჯახის თუ პარტიის მიერ, რომლებსაც ავადმყოფობა უნდა გაეპიარებინათ. თუ წინა რვა თვის განმავლობაში სულ 10-15 მედიასაშუალება დაინტერესდა, ახლა ერთი კვირის განმავლობაში დაინტერესდა 30-ზე მეტი მედიასაშუალება. ვნახეთ შეკვეთილი სტატიები, რომელშიც ფულია გადახდილი, როგორ კლავენ, წამლავენ პრეზიდენტს. სიცრუეზეა დაფუძნებული ეს სტატიები. ეს არის პიარი, რომელიც ურტყამს სახელმწიფოს და რომლის საფუძველიც არის ტყუილი“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

მსგავსი თემები