ხანძარი ოკუპირებულ აფხაზეთში – გაგრაში ტყე იწვის

ხანძარი ოკუპირებულ აფხაზეთში, – გაგრაში მამზიშხას მთაზე, 30 ჰექტარი ტყე იწვის. არსებული ინფორმაციით ხანძარი თავდაპირველად 10 ჰექტარზე გაჩნდა.

,,მამზიშხაზე ხანძარმა 10 ჰექტარი ფართობი მოიცვა. ახლა კი უკვე – 30 ჰექტარი ტყე ვაკვირდებით სიტუაციას და მზად ვართ რეაგირებისთვი” – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს გაგრის რაიონის დაცვის სახანძრო-სამაშველო რაზმის უფროსმა, დავით ბგანბამ.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლს დასახლებულ პუნქტებამდე ჯერ არ მიუღწევია.

მსგავსი თემები