,,კრიტიკული ინფრასტრუქტურის სწრაფი აღდგენისთვის უკრაინას ერთი მილიარდი დოლარი სჭირდება”- დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ზამთრის გადასალახად კრიტიკული ინფრასტრუქტურის სწრაფი აღდგენისთვის უკრაინას ერთი მილიარდი დოლარი სჭირდება.

შმიგალის თქმით, რუსეთის ბოლო იერიშების შედეგად, უკრაინაში ენერგეტიკული ობიექტების ნახევარი დაზიანდა. მისი თქმით, ელექტროენერგეტიკის საგანგებო მხარდაჭერის დაახლოებითი ღირებულება ფასდება 500 მილიონ დოლარად.

„მთავარი პრიორიტეტი ახლა არის გადარჩენის ეტაპი – ზამთრის პერიოდის გადასალახად კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული სექტორის სწრაფი აღდგენის ეტაპი“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

 

მსგავსი თემები