ბაღდათში ხელოსანი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა ბაღდათის მუნიციპალიტეტში. სოფელ წითელხევში ახალგაზრდა კაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ადგილობრივი არ იყო და ის სამუშაოდ იყო ჩასული. ცხედარი ექსპერტიზაზე იყო გადასვენებული.

მედიის ინფორმაციით, საქმეზე კვლევა შრომის ინსპექციამ დაიწყო.

მსგავსი თემები