„მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის პოლიტიკური რევანში” – IDU

ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ,,საერთაშორისო დემოკრატიულმა კავშირმა”, რომელიც ათობით პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს.

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია დოკუმენტში წერს, რომ ღრმა მწუხარებას და შეშფოთებას გამოხატავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო.

ისინი მოითხოვენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაუყონებლივ იქნას გადაყვანილი უცხოეთში ადეკვატური სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად.

,,საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი” დოკუმენტში აღნიშნავს, რომ ,,ქართული ოცნება” ჰუმანიტარული პროცესის პოლიტიზებას ახდენს.

მსგავსი თემები