ოკუპირებული სოხუმის სკოლებში ანტიტერორისტული შემოწმება ტარდება – მედია

მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული სოხუმის სკოლებში ანტიტერორისტული შემოწმება ტარდება. გამნაღმველებმა გუშინ ოკუპირებული  სოხუმის სკოლების ნაწილი შეამოწმეს.

მედიის ცნობით, ტერორისტულ საფრთხესთან დაკავშირებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტელეგრამის არხებში გამოჩენილ ანონიმურ შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ “ვიღაცამ საქართველოდან მნიშვნელოვანი ტერორისტული აქტი დააფინანსა.”

მანამდე აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ შესაძლო ტერორისტული საფრთხის შესახებ ინფორმაციას ამოწმებდნენ. დე-ფაქტო სამინისტრომ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „არ აჰყვნენ პროვოკაციებს და შეინარჩუნონ სიფხიზლე.”

 

 

მსგავსი თემები