,,კიკუ კი არ არის მთავარი, ვინც მას კიკუდ აქცევს ის არის მთავარი”- ალუდა ღუდუშაური

,,თანხის სანაცვლოდ ადამიანების საომარ მოქმედებებში წაყვანა არის მოქალაქეების ღირსების აყრა” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა უკრაინაში “ქართული ლეგიონის” მეთაურ მამუკა მამულაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

კითხვაზე -იმ მებრძოლებს, ვინც მამულაშვილთან ერთად “ქართულ ლეგიონში” იბრძვიან ღირსებააყრილს უწოდებს თუ არა? – ღუდუშაური პასუხობს: „ადამიანს თუ უნდა წასვლა იდეისთვის ვაჟკაცობაა და წავა, მაგრამ როცა არ უნდა წასვლა და ეუბნები, რომ ფულს მოგცემ, ფულის სანაცვლოდ რომ ხდება ეს – თუთაშხია ხომ გაქვთ ნანახი, წაკითხული თუ არა, იქ კიკუ კი არ არის მთავარი, ვინც მას კიკუდ აქცევს ის არის მთავარი, ფულის სანაცვლოდ არ უნდა გააკეთებინო ეგ. ღირსებას ეს კი ვერ აყრის, ვერც „ნაციონალური მოძრობა“, ვერც მამულაშვილი მოქალაქეებს ღირსებას ვერ აყრიან, 9 წელი ამას ცდილობდნენ”.

მსგავსი თემები