,,ვინარჩუნებ უშუალო კავშირს პუტინთან, იზოლაცია ყველაზე ცუდი რამ არის”- ემანუელ მაკრონი

,,ყოველთვის ვინარჩუნებ უშუალო კავშირს პუტინთან, იზოლაცია ყველაზე ცუდი რამ არის, განსაკუთრებით ასეთი ლიდერისთვის,” – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა  განაცხადა. მისი თქმით, ომის დასრულების სამხედრო ვარიანტს ვერ ხედავს.

„მე ყოველთვის ვაგრძელებ რეგულარულ დისკუსიებს და პირდაპირ კონტაქტს პრეზიდენტ პუტინთან, რადგან მჯერა, რომ ურთიერთქმედების აღდგენის საუკეთესო გზა ამ პირდაპირი არხის შენარჩუნებაა. იზოლაცია ყველაზე ცუდი რამ არის, განსაკუთრებით ასეთი ლიდერისთვის. გასაგებია, რომ რუსეთმა და განსაკუთრებით პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტეს, იარაღად გამოიყენონ სულ მცირე ენერგია და საკვები, რამაც შექმნა ბევრი დეფიციტი, არასტაბილურობა და ინფლაცია. ვფიქრობ, მისი ფსონი არის ომის დაღლილობა და სანქციების დაღლილობა. მნიშვნელოვანია გზავნილის გავრცელება, რომ უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ ეს. გამოსავლის პოვნის ერთადერთი გზა მოლაპარაკების გზით იქნება. მე ვერ ვხედავ სამხედრო ვარიანტს ადგილზე“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მსგავსი თემები