უკრაინა რუსეთს მოლაპარაკებისთვის პირობებს უყენებს

უკრაინული მხარე რუსეთთან მოლაპარაკებას მხოლოდ ერთი პირობით დათანხმდება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთი 4 პუნქტის შესრულებას ითხოვს.

პირობებთან დაკავშირებით ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია  საუბრობს.

უკრაინული მხარის თქმით, მზად არიან,  უზრუნველყონ რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა, ამისთვის რუსეთმა ოთხი პირობა უნდა შეასრულოს.

  • დატოვოს უკრაინა;
  • გადაიხადოს რეპარაციები;
  • დაისაჯოს ომის ყველა დამნაშავე;
  • ნებაყოფლობით დათმოს ბირთვული იარაღი.

როგორც არახამია განმარტავს, აღნიშნული პუნქტების შესრულების შემდეგ უკრაინა მზად არის, მოლაპარაკების მაგიდას მიუბრუნდეს.

 

მსგავსი თემები