რუსეთმა და ბელორუსმა ერთობლივ დოკუმენტს ხელი მოაწერეს

რუსეთმა და ბელარუსმა თანამშრომლობის მორიგი პროექტები განიხილეს და ერთობლივ დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი. ბელარუსში რუსეთის თავდაცვის მინისტრ ჩავიდა, რომელმაც ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან გამართა.

ხელი მოეწერა დოკუმენტს  რეგიონული უსაფრთხოების შესახებ. შოიგუმ და ლუკაშენკომ სამხედრო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, ომის დასრულება უკრაინის ინტერესებში არ შედის და ყველაფერს აკეთებს პროცესის გასახანგრძლივებლად.

„თუ უნდათ ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელ, ან თუნდაც პოლონელ, ან რომელიმე დაქირავებულ მებრძოლამდე, ეს მათი საქმეა. არც მე და არც ჩვენი სპეციალური ძალები ვერ ვხედავთ, რომ ისინი მზად არიან სერიოზული მოლაპარაკებისთვის. ვფიქრობთ, რომ მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ გააგრძელონ ომი. ამ შემთხვევაში სპეცოპერაცია არ დასრულდება“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

 

 

მსგავსი თემები