,,მზად ვარ პუტინს ვესაუბრო”- ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მზად არის ვლადიმერ პუტინს ესაუბროს, თუ რუსეთის ლიდერი დაინტერესებულია უკრაინაში ომის დასრულებით.

მისი თქმით, უკრაინის ომის დასრულება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პუტინი ქვეყნის ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანს.

„ბატონ პუტინთან დაკავშირების გეგმა არ მაქვს, მაგრამ მზად ვარ ბატონ პუტინთან სასაუბროდ, თუ ის რეალურადაა დაინტერესებული ომის დასრულების გზის გამოძებნით. მას ეს ჯერ არ გაუკეთებია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა

მსგავსი თემები