,,ვაანალიზებთ დამპყრობლის განზრახვებს და ვამზადებთ კიდევ უფრო მძლავრ კონტრზომას”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ჩვენ ვაანალიზებთ დამპყრობლის განზრახვებს და ვამზადებთ კონტრზომას, კიდევ უფრო მძლავრ კონტრზომას, ვიდრე ახლა,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, შტაბთან გამართულ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის, სამხედრო ძალების ახალი ტექნიკით უზრუნველყოფისა და საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხები იყო.

„შტაბთან მორიგი შეხვედრა გავმართე. ძირითადი საკითხებია დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქი, ყირიმი და ფრონტის ხაზის ტერიტორიები, ჩვენი სახელმწიფო საზღვარი. ჩვენ ვაანალიზებთ დამპყრობლის განზრახვებს და ვამზადებთ კონტრზომას, კიდევ უფრო მძლავრ კონტრზომას, ვიდრე ახლა. განვიხილეთ სამხედრო ძალების ახალი ტექნიკით უზრუნველყოფისა და საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხები. ცალკე გავმართე შეხვედრა ენერგეტიკისა და კომუნიკაციების საკითხებზე. ჩვენ ვაფიქსირებთ შედეგებს, რაც უკვე გაკეთდა ჩვენი სისტემების დასაცავად და ვამზადებთ ახალ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები