,,უკრაინის მხარდაჭერას მის გამარჯვებამდე გავაგრძელებთ”- ოლაფ შოლცი

,,გერმანია და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას ომში მის გამარჯვებამდე,” – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „უწყვეტი თავდასხმები სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე, წყლისა და ელექტროენერგიის ქსელებზე, უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე საშინელი სტრატეგიაა”

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება: ეკონომიკური, ფინანსური, ჰუმანიტარული კუთხით, დანგრეული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენით და ასევე იარაღით“, – განაცხადა კანცლერმა.

გერმანიის კანცლერი დარწმუნებულია, რომ რუსეთს არ შეუძლია და ვერ მოიგებს მის მიერ გაჩაღებულ ომს.

მსგავსი თემები