,,ყველას აქვს უფლება, ჩამოვიდნენ, ააშენონ, ჩვენ არ შეგვიძლია? – ხმაური გონიოში

ხმაური გონიო-კვარიათის სანაპიროზე – სეზონური ჯიხურებისა და ბუნგალოების დაშლას, მეპატრონეებისა და თანამშრომლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

ჟურნალისტებთან საუბრისას თანამშრომლები აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე კანონიერად მუშაობდნენ და გადასახადებსაც იხდიდნენ.

,,ყველას აქვს უფლება, ჩამოვიდნენ, ააშენონ, თურქებმა, რუსებმა და ჩვენ გლეხმა ხალხმა არ შეგვიძლია, რომ ავაშენოთ, გავალამაზოთ? გადასახადებს ვიხდით…”- აცხადებს ერთ-ერთი თანამშრომელი.

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, გონიოში სანაპიროზე არსებულ კაფე-ბარების მეპატრონეებს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა, რის გამოც უწყება სადემონტაჟო სამუშაოებს ახორციელებს.

 

 

მსგავსი თემები