,,დაკავებული ვარ რუსი ოლიგარქის მხილებით, ბრძოლაში ვერ ბიძინა ივანიშვილთან”- ლევან ხაბეიშვილი

,,ნიკა მელიას თუ გადაწყვეტილი აქვს, რომ ბრძოლა სხვა მიმართულებით წაიყვანოს, იმედია, ჩემს სისხლიან ბანერებს არ ვიხილავთ ამ არჩევნებზე,”– ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დიდი არმია”.

„მე დღეს ვიმყოფები სასამართლოში და დაკავებული ვარ რუსი ოლიგარქის მხილებით. ბრძოლაში ვერ ბიძინა ივანიშვილთან, უჩა მამაცაშვილთანრუხაძესთან და ამ კრიმინალებთან. ნიკა მელიას თუ გადაწყვეტილი აქვს, რომ ბრძოლა სხვა მიმართულებით წაიყვანოს, იმედია, ჩემს სისხლიან ბანერებს არ ვიხილავთ ამ არჩევნებზე. მოვუწოდებ ყველას ერთობისკენ, ჩვენი მთავარი მტერი არის ბიძინა ივანიშვილი. ჩემს უკან დგას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დიდი არმია. როდესაც ამბობენ, ხაბეიშვილს ეს უჭერს მხარს? ძალიანაც გავლენიანი ყოფილა ხაბეიშვილი თუ ყველა მხარს უჭერს. დარწმუნებული ვარ და გავაკეთებ ყველაფერს, მოვიმხრო აბსოლუტურად ყველა​, ვინც ჯერ კიდევ არ მემხრობა რუს ოლიგარქთან ბრძოლაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები