,,ევროპელებმა გაგვიღეს კარი, მაგრამ ამ კარში ჩაწვნენ კობახიძე, ღარიბაშვილი და ივანიშვილი”- პაატა მანჯგალაძე

,,ევროპელებმა გაგვიღეს კარი, მაგრამ ამ კარში ჩაწვნენ კობახიძე, ღარიბაშვილი და ივანიშვილი,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით,  “ქართული ოცნება” არც ევროპის სოციალისტური ოჯახის წევრი არ არის და “ედინაია რასიას” ოჯახის წევრია.

,,ქართული ოცნება” ანგარიშვალდებულია არა ხალხის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაზე, ვერ ნახავთ “ქართული ოცნების” ვერც ერთ ლიდერს, რომელიც ჯერ მანტრას არ აღავლენს ივანიშვილის წინაშე და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს საუბარს სხვა საკითხებზე. ხომ ხედავთ, ყოველ დღე კობახიძე, თალაკვაძე და სხვები ივანიშვილის სადიდებელს ამბობენ, როგორც უფლის სადიდებელი უნდა თქვან დილით და შემდეგ იწყებენ საუბარს. მათ საქართველოსა და ივანიშვილს შორის არჩევანი ივანიშვილის სასარგებლოდ გააკეთეს. ივანიშვილი და კობახიძე მოსახლეობას და მათ შორის თავისივე დეპუტატებს სიცრუეში ამყოფებენ, ბევრს ჰგონია, რომ რამდენიმე ევროპარლამენტარი საუბრობს ამაზე, ვინც “ნაცმოძრაობასთან” არის დაკავშირებული, მაგრამ ყველას გამორჩა, რომ ანგარიში მომზადებული იყო სვენ მიქსერის მიერ, რომელიც ევროპის „სოციალისტური პარტიის” წევრია, “სოციალისტური პარტიის” ოჯახის წევრი კი არის “ქართული ოცნება”. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს, რაც ამ ანგარიშშია, არ არის ერთი ჯგუფის, არამედ საერთო ევროპული პოზიციაა, რომ თუ გინდა დემოკრატია, უარი უნდა თქვა ოლიგარქიულ მმართველობაზე, ამით დადასტურდა, რომ “ქართული ოცნება” არც ევროპული სოციალისტური ოჯახის წევრი არ არის, ის არის “ედინაია რასიას” ოჯახის წევრი, რასაც ისინი აკეთებენ არ არის გზა ევროპისკენ, ეს არის “ეფესბეს”, პუტინის და “ედინაია რასიას” გზა. ირაკლი კობახიძე წარმოადგენს არა “სოციალ- დემოკრატების” ევროპულ ოჯახს, არამედ “ედინაია რასიას” საქართველოში. ხშირად მეკითხებიან, რამდენს გაბედავს “ქართული ოცნება”. რამდენს გაბედავენ? სამწუხაროდ, იმდენს, რამდენსაც გავაბედინებთ. ვიღაცას არ სჯერა, რომ რუსეთისთვის გაწირეს საქართველო, ამიტომ როცა შეფასება მოვა და “ქართული ოცნების” გამო უარს გვეტყვიან ევროპელი ლიდერები, ქუჩაში უნდა გამოვიდეთ ყველა, „ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ“, რომ ჩვენი ქვეყანა რუსულ ჭაობში არ ჩავახრჩოთ”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მსგავსი თემები