უკრაინელებმა რუსი სამხედროები და საბრძოლო მასალების საცავები გაანადგურეს

უკრაინული მხარის ინფორმაციით, გასული დღე-ღამე უკრაინელებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ანგარიშით

უკრაინელმა სამხედროებმა, 55 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს და მათ საბრძოლო მასალების საცავებიც დაუწვეს.

„საერთო ჯამში, გასულ დღეს,  უკრაინულმა სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა 290 საცეცხლე ამოცანა შეასრულეს. რუსეთის არმიამ დაკარგა: 55 ადამიანი, 4 ტანკი, Тор-М2 ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემა, თვითმავალი ჰაუბიცა „აკაცია“, ორი ნაღმმტყორცნი და 9 ავტომობილი“, – აღნიშნულია სარდლობის ინფორმაციაში.

ასევე, განადგურებულია რუსული საბრძოლო მასალის 2 საცავი სნიგირევკასა და კოსტრომკას მახლობლად.

 

მსგავსი თემები