„ეს ანგარიში არის მკაცრი სიგნალი საქართველოს მოსახლეობისთვის“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი  სვენ მიქსერი საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ ანგარიშზე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ევროდეპუტატი აცხადებს, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაამართლოს მოსახლეობის ნდობა და უნდა შესასრულოს მიღებული რეკომენდაციები.

„ეს ანგარიში ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს აგზავნის. ანგარიში იმეორებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს თორმეტი ძირითადი პრიორიტეტი, რომლებიც ევროკავშირის მიერ არის მითითებული. საქართველოში ხალხის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპულ პერსპექტივას, ამიტომ აუცილებელია, პოლიტიკურად გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა გაამართლონ ხალხის მოლოდინები“, – აცხადებს სვენ მიქსერმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ სვენ მიქსერის ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით გუშინ მიიღო. ანგარიშში მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამიაც მოხვდა. ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ, შეწყვიტონ პოლიტიკურად მოტივირებული სს საქმეები.

ევროპარლამენტი საქართველოს მოუწოდებს, პოლიტიკურად მოტივირებული სს საქმეები შეწყვიტოს

მსგავსი თემები