პოლონეთი რუსეთის საზღვარზე ღობის მშენებლობას იწყებს

პოლონელმა სამხედროებმა რუსეთის კალინინგრადის ოლქთან, საზღვარზე მავთულის ღობის მშენებლობა დაიწყეს.

არსებული გეგმის თანახმად, დროებითი ბარიერის მშენებლობა დღეს დაიწყება და სამუშაოები 2023 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკმის განცხადებით, დროებითი 2,5 მეტრის სიმაღლისა და 3 მეტრის სიღრმის ბარიერის მშენებლობის  მიზეზად მინისტრმა უსაფრთხოების საკითხი დაასახელა.

მსგავსი თემები