გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანზე შესაძლო ზეწოლას სახელმწიფო ინსპექტორი ორი მუხლით იძიებს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანზე შესაძლო ზეწოლას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ორი მუხლით იძიებს.

„გამოძიება ორი მუხლით დავიწყეთ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და და 335-ე მუხლით (განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება). გამომძიებელი უკვე შეხვდა და გაესაუბრა არასრულწლოვანს და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მცხეთის პოლიციის რაიონულ განყოფილებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ ფიზიკური ზეწოლა მოხდა. არასრულწლოვნის მამა აცხადებს, რომ მის შვილს ჩვენება ფიზიკური ზეწოლის შედეგად დააწერინეს.

მსგავსი თემები