,,უკრაინა ესპანეთისგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს”- ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა ესპანეთისგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს.

მისივე თქმით, ესპანელ კოლეგასთან მარგარიტა რობლესთან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხი განიხილა.

„პროდუქტიული საუბარი მქონდა ესპანეთის თავდაცვის მინისტრ მარგარიტა რობლესთან. გმადლობთ მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ იყავით პირველი, ვინც შემოგთავაზეთ Hawk-ის სისტემები, რათა ჩვენი ცა უფრო უსაფრთხო გაგეხადათ. ჩვენ ველოდებით სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომელსაც მალე მივიღებთ“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

მსგავსი თემები