,,ქართველი ორჯონიკიძეები – არანაირი იდეოლოგია და ხედვა არ აქვთ, რაც ქვეყნის ინტერესებთან არის დაკავშირებული”- ქადაგიშვილი ოპოზიციაზე

,,საქართველო თავის გზით მიდის, მაგრამ სამწუხაროდ, არიან ქართველი ორჯონიკიძეები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამ გზაზე სიარულს ხელი შეუშალონ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განცახადა.

მისივე თქმით, გიორგი ვაშაძეს, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძეს არანაირი იდეოლოგიური ხედვა არ გააჩნიათ.

„ეს არის მათი იდეოლოგია, სხვა არანაირი იდეოლოგია და ხედვა არ აქვთ, რაც ქვეყნის ინტერესებთან არის დაკავშირებული. მათი არც გაერთიანებით და არც გაუერთიანობით საქართველოს სიკეთე არ ექნება. მთელი უბედურება ის არის, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ნებისმიერ ფასად აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად ხელისუფლების, მათ შორის არაკონსტიტუციური გზებით შეცვლა. ვიდრე ეს იქნება მთავარი გამაერთიანებელი მიზანი, რა თქმა უნდა, იქ ნდობა არ იარსებებს. ყველა ფიქრობს, რომ ამ პროცესში ერთმანეთის „გადაგდებაზე“ იქნებიან ორიენტირებული. ოპოზიციაში ბევრი ასეთი ფაქტის მომსწრე ვართ. ვინც დროზე მიხვდება, რომ თავი დაანებონ ამ პოლიტიკურ გზაზე სიარულს და იმუშავებს საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მით უფრო კარგი იქნება ქვეყნისთვის და ამ პოლიტიკური ძალების პერსპექტივისთვის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსგავსი თემები