ირაკლი ხახუბიას ცხედარს ექსპერტიზა უტარდება – უცნობია ვის ეკუთვნის იარაღი, რომელიც დეპუტატის სახლში იპოვეს

,,ქართული ოცნების” გარდაცვლილი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას ცხედარს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უტარდება.

ამ ეტაპისთვის უცნობია ვის ეკუთვნის იარაღი, რომელიც დეპუტატის სახლში აღმოაჩინეს და რომლიდანაც გასროლა განხორციელდა.

როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის ქონებრივი დეკლარაციაში არ არის მითითებული, რომ დეპუტატი იარაღს ფლობდა.

ცნობისთვის, დეპუტატი  საკუთარ სახლში გარდაცვლილი დილით, ოჯახის წევრებმა იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი თემები