აშშ ევროპაში განახლებული ბირთვული იარაღის განთავსების პროცესს აჩქარებს – ,,პოლიტიკო”

აშშ-მა ევროპაში ნატო-ს სამხედრო ბაზებზე განახლებული ბირთვული ავიაბომბების განთავსების პროცესი დააჩქარა. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ აშშ-ის დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

განახლებული „ბი61-12“ გრავიტაციული ავიაბომბის განთავსება თავდაპირველად მომავალი წლის გაზაფხულზე იყო დაგეგმილი, ახლა კი მიმდინარე წლის დეკემბერში იგეგემება.

პოლიტიკოს ცნობით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ძველი შეიარაღების განახლებას აშშ-სა და მოკავშირეების ბომბდამშენებისა და გამანადგურებლების პოტენციური გამოყენების მიზნით.

„ეს ხდება იმ დაძაბულობის ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება. აშშ-ის პროგრამა მიზნად ისახავს შეცვალოს რამდენიმე ადრინდელი ვერსია, მათ შორის 100-მდე ბომბი, რომლებიც ინახება გერმანიის, იტალიის, ბელგიის, ნიდერლანდების და თურქეთის საჰაერო ბაზებზე“, – წერს „პოლიტიკო“.

პენტაგონის სპიკერმა გამოცემას უთხრა, რომ აშშ-ს B61 ბირთვული იარაღის მოდერნიზაცია წლების განმავლობაში მიმდინარეობს და პროცესი არანაირად არ დაჩქარებულა და არაა დაკავშირებული უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან.

მსგავსი თემები