„იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ტოვებენ თამაშგარე… ყველას ვამხელ“ – მოსამართლე გვრიტიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი ყველა იმ სუბიექტის გამოაშკარავებით იმუქრება, ვინც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს „ანგრევს“.

„როგორც ჩვეულებრივი მოსამართლე ხმას ვერ ვიღებდი, როგორც საბჭოს წევრი, როგორც მოსამართლეთა წარმომადგენელი, ჩემი ამ სტატუსიდან გამომდინარე ჩემი სამომავლო გეგმა და სამომავლო მიმართულება იქნება, ღიად ვისაუბრო. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც არის კონსტიტუციური ორგანო, უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია, მას ტოვებენ თამაშგარე. ანულირება კეთდება ამ ინსტიტუციის. არის მცდელობა, სასამართლო კორპუსში დაყოფა მოხდეს კარგ მოსამართლეებად, პროფესიონალებად და კეთილსინდისიერებად და მეორე მხრივ, მოსამართლეების ე.წ.შავი სიის შედგენა, რომლებიც სისტემას უნდა მოშორდნენ. პირველ რიგში, ამის წინააღმდეგ ვიბრძოლებ. მოხდება ყველა იმ სუბიექტის გამოაშკარავება, ვინც გეგმავს და ცდილობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განეიტრალებას“ – აცხადებს გვრიტიშვილი.

 

მსგავსი თემები