„არასამთავრობო სექტორი – პოლიტიზებული სუბიექტების ერთობა “ – მოსამართლე

მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი არასამთავრობო სექტორს აკრიტიკებს და პოლარიზებული სუბიექტების ერთობას უწოდებს. „საერთაშორისო საქართველოს“ ხელმძღვანელს კი გურუდ მოიხსენიებს.

„არასამთავრობო სექტორი არის აბსოლუტურად პოლიტიზებული სუბიექტების ერთობა. მართლაც კლანური პრინციპით ფორმირებული, იმიტომ, რომ ვერც ერთ შემთხვევაში განსხვავებულ აზრს მათგან ვერ ვისმენ. გურუსავით არის ერთი ადამიანი, ეკა გიგაური, რომელიც ღაღადებს ჭეშმარიტებას, სხვა ყველა განსხვავებული აზრის გარეშე უკრავს კვერს. ახლა გეკითხებით, სად არის კლანი, სასამართლოში თუ არასამთავრობო სექტორში?“- განაცხადა გვრიტიშვილმა.

 

მსგავსი თემები