,,ბრიუსელში იყვნენ არა საქმეზე სასაუბროდ, არამედ დერეფანში სელფების გადასაღებად”- იონათამიშვილი ვაშაძე-ჯაფარიძეზე

,,გიორგი ვაშაძისა და ზუტაბ ჯაფარიძის ბრიუსელში ვიზიტით დადასტურდა, საქართველოს როგორი არაკომპეტენტური რადიკალური ოპოზიცია ჰყავს, რომელსაც ვერ გაურჩევია იტალიის ყოფილი პრემიერი ნიდერლანდების მოქმედი პრემიერისგან,” – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ბრიუსელში ზურა ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის ვიზიტს.

მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ბრიუსელში არა საქმეზე სასაუბროდ, არამედ დერეფანში სელფების გადასაღებად იყვნენ.

„მეორე მხრივ, კომიკურია, როცა ეს ადამიანები ბრიუსელში იყვნენ არა საქმეზე სასაუბროდ, არამედ დერეფანში სელფების გადასაღებად. კიდევ ერთხელ დაანახეს ადამიანებს, რამდენად არაკომპეტენტური არიან. საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ ეტაპზეა გადასული, რაც არის პერსპექტივაზე მუშაობა. სხვათა შორის, თავის დროზე ეს სტატუსი რადიკალურმა ოპოზიციამ უარყოფითად შეაფასა, მაგრამ ჩვენ დასავლელი პარტნიორებისა და ევროპელი ლიდერების მხარდამჭერი პოზიციები ვნახეთ პერსპექტივის შეფასების ჭრილში“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მსგავსი თემები