,,თუ რუსეთი არ განადგურდება, ისევ დაბრუნდება ჩეჩენი ქალებისა და ბავშვების დასახოცად”- ოლექსი დანილოვი

„თუ რუსეთის ფედერაცია არ განადგურდება, ისინი ისევ დაბრუნდებიან ჩეჩენი ქალებისა და ბავშვების დასახოცად. არ დაგვიწყებიათ, არა?“ – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი „ტვიტერში“ წერს.

დანილოვი ჩეჩნეთის ლიდერს, რამზაც კადიროვს იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებს.

,,დატოვე უკრაინა და იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლე, ვიდრე გვიან არ არის – ეს არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ რუსეთმა მეორედ არ აღგავოს ქალაქი ჯოხარი (გროზნო) პირისაგან მიწისა”,- წერს დანილოვი.

 

მსგავსი თემები