სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი სრულად გაამართლა – მოსამართლე ამ წუთებში განმარტებებს აკეთებს

„მოძალადე“ ნიკოლოზ ბასილაშვილი სრულად, ყველა ბრალდებაში გამართლებულია. მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა, ამ წუთებში განმარტებებს აკეთებს, რა გახდა საქართველოს ნომერ პირველ ჩოგნის გამამართლებელი განაჩენის საფუძველი.

„სასამართლოს გადაწყვეტილება გახლავთ შემდეგი  – ნიკოლოზ ბასილაშვილი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, საუბარია სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდში; სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, საუბარია 2018 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდზე; სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საუბარია 2019 წლის პირველი აპრილის ეპიზოდზე; სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საუბარია 2019 წლის 30 აპრილის ეპიზოდზე; სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საუბარია 2020 წლის 21 მაისის ეპიზოდზე. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 მაისის განჩინებით ბასილაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს ფულადი თანხა“, – აღნიშნა მოსამართლე ხათუნა ხაჩილავამ.

სასამართლო პროცესი გრძელდება, მოსამართლე საქმეზე განმარტებებს აკეთებს.

მსგავსი თემები