,,არესტოვიჩის განცხადებას ომის მუქარას არ დავარქმევდი”- ხატია დეკანოიძე

,,არესტოვიჩის განცხადებას ომის მუქარას არ დავარქმევდი, თუმცა, მე ნამდვილად არ ვიზიარებ და არ გავიზიარებ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით არავის მოსაზრებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ძალის გამოყენება, ჩვენი ოკუპირებული რეგიონების დასაბრუნებლად, კატეგორიულად მიუღებელია.

„მე ომის მუქარას არ დავარქმევდი, თუმცა, რა თქმა უნდა, მე ნამდვილად არ ვიზიარებ და არ გავიზიარებ არავის მოსაზრებას ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით. მისი მოსაზრება ალბათ უფრო ეხებოდა ზოგადად უკრაინის როლს რეგიონში, მაგრამ საქართველოში ძალის გამოყენება, ჩვენი ოკუპირებული რეგიონების დასაბრუნებლად, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანად, მშვიდობიანი, დასავლური და ეკონომიკური ინტეგრაციით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება უკრაინაში, იქნება იმის ძალიან ბევრი და დიდი შანსი, რომ ჩვენი თანამოქალაქეებთან ერთად დავიბრუნოთ ის ოკუპირებული ტერიტორიები, რომელიც რუსეთის ფედერაციამ, რომელიც აღიარებულია ტერორისტულ რეჟიმად, ძალით წაგვართვა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

,,პრორუსმა მთავრობამ გაანადგურა ყველაფერი, რაც შექმნა სააკაშვილმა”- ალექსეი არესტოვიჩი

მსგავსი თემები