„რუსი ტერორისტები აგონიაში არიან, ბირთვულმა შანტაჟმა არ გაამართლა”- ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით,  თუ რუსეთი კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალს გაანადგურებს, უკრაინისგან უფრო ძლიერ დარტყმას მიიღებს.

„რუსი ტერორისტები აგონიაში არიან. ბირთვულმა შანტაჟმა არ გაამართლა, ახლა კახოვკას ჰესის აფეთქებით ცდილობენ ყველას დაშინებას. მათი მიზანია გვაიძულონ, დავიწყოთ მოლაპარაკებები მათ პირობებზე. მაგრამ ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. უკრაინა იძულებით მშვიდობას არ დაემორჩილება“, – განაცხადა ერმაკმა.

 

 

მსგავსი თემები