,,ჩინეთისგან უფრო პროაქტიულ როლს ველით”- უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი

,,თავის მოჩვენება, თითქოს არაფერი არ ხდება, როდესაც ამაზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, არაკორექტულია,”- ამის შესახებ  უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ვან ვენბინის საპასუხოდ განაცხადა.

ვან ვენბინის განცხადებით,  მან არაფერი იცის კიევზე რუსული დრონების თავდასხმის შესახებ.

,,თავის მოჩვენება, თითქოს არაფერი არ ხდება, როდესაც ამაზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, არაკორექტულია. ჩინეთისგან, როგორც გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრისგან უფრო პროაქტიულ როლს ველით. არ შეიძლება იყოს კომპრომისები ან პოლიტიკური ნიუანსები, როცა როდესაც საუბარია სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ბარბაროსული დანაშაულების დაგმობაზე”, – აღნიშნავს ნიკოლენკო.

 

 

მსგავსი თემები