ევროპარლამენტის სახაროვის პრემია უკრაინელ ხალხს გადაეცა

უკრაინელი ხალხი ევროპარლამენტის სახაროვის სახელობის პრემიის გამარჯვებულად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლა ავრცელებს.

,,ისინი დგანან იმისთვის, რისიც სჯერათ. იბრძვიან ჩვენი ღირებულებებისთვის. იცავენ დემოკრატიას, თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას. ჩვენთვის რისკავენ საკუთარ სიცოცხლეს. და დღეს ევროპარლამენტის სახაროვის პრემიის საამაყო გამარჯვებულები არიან. არავინ არ იმსახურებდა მეტად. ვულოცავთ უკრაინის მამაც ხალხს”,- წერს მეცოლა ,,ტვიტერზე”.

მეცოლამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელები გმირულად იცავენ არა მხოლოდ საკუთარ მიწას და ხალხს, არამედ “სიცოცხლეს რისკავს ევროპისთვის”.

 

მსგავსი თემები