,,მოვუწოდებ ევროპარლამენტის წევრებს, ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები”- შალვა პაპუაშვილი

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის წევრებს მოუწოდებს, არ შეუწყონ ხელი რადიკალურ ოპოზიციას  დღის წესრიგის განხორციელებაში და ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები.

„ეს არის სწორედ რადიკალური დღის წესრიგის ხელშეწყობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მათ შორის ევროპარლამენტის წევრებს, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ მათ შორის რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც შეეხება დეპოლარიზაციას და თავად ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები. ასეთი განცხადებები აქეზებს პოლარიზაციას და ეწინააღმდეგება მათ შორის, ევროკავშირის სულისკვეთებას. თავის მხრივ, პოლიტიკურ ელიტაში რომ პოლარიზაცია პრობლემაა, ამას ყველა ვხედავთ. „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ნაბიჯი გადავდგით, მათ შორის იმისთვის, რომ რიტორიკა შერბილდეს. სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამაში არ მოგვყვება და კვლავ რჩება მაპოლარიზებელ რიტორიკაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის,  ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ,,დებიძინიზაციას”.

მსგავსი თემები