,,ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ძალიან ბევრი სპეკულაციაა”- კელი დეგნანი

,,ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ძალიან ბევრი სპეკულაციაა,”- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს საბაჟოსთან, სასაზღვრო პოლიციასთან, სანაპირო დაცვასთან.

„არ ვფიქრობ, რომ ვინმეს ჰქონდეს ინფორმაცია ამ სატვირთოს შესახებ. ძალიან ბევრი სპეკულაციაა მთელი ინციდენტის შესახებ და იმის მტკიცების თაობაზე, რომ ამან მოახდინა უკრაინელების წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი თავდასხმების შეფერხება, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ რა მოხდა ამ სატვირთოსთან დაკავშირებით, არავის აქვს ინფორმაცია. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს საბაჟოსთან, სასაზღვრო პოლიციასთან, სანაპირო დაცვასთან. ამ სამსახურებთან უკვე ათწლეულებია, ვმუშაობთ, ვცდილობთ, უზრუნველვყოთ ისინი შესაძლებლობებით და დავრწმუნდეთ, რომ მათ აქვთ შესაბამისი სწავლება, აღჭურვილობა საქართველოს საზღვრების დასაცავად და იმისთვის, რომ შეაკაონ რუსეთის აგრესია და ამას გავაგრძელებთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები