უკრაინის ძალებმა ხერსონის ოლქში კიდევ ხუთი დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში კიდევ ხუთი დასახლება გაათავისუფლეს. სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, სამხრეთ ბუზკას ზონაში ვითარება დაძაბულია, თუმცა კონტროლს ექვემდებარება.

,,ჩვენმა დანაყოფებმა მიაღწიეს წარმატებას ბერისლავის რაიონში ნოვოვასილივკას, ნოვოჰრიჰორივკას, ნოვაია კამიანკას, ტრიფონივკასა და ჩერვონის გათავისუფლებაში”, – განაცხადა ვლადისლავ ნაზაროვმა.

მისივე განცხადებით, მოწინააღმდეგე  უკრაინის პოზიციების დაბომბვას აგრძელებს.

მსგავსი თემები