,,საქმე გვაქვს სავარაუდო ტერაქტთან, რომელიც განხორციელდა ხელისუფლების კონტროლს მიღმა არსებული ერთადერთი მერის მიმართ”- გიორგი ვაშაძე

,,საქმე გვაქვს სავარაუდო ტერაქტთან, რომელიც განხორციელდა „ქართული ოცნების“ კონტროლს მიღმა არსებული ერთადერთი მერის მიმართ,”- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ,,თუ დამნაშავეს დღესვე არ დააკავებენ, ეს ნიშნავს, რომ ამის უკან პრორუსული „ქართული ოცნება“ დგას”.

„გია ხარჩილავა არის მაგალითი, როგორ უნდა ემსახურო ქართველ ხალხს და ამ ადამიანს მოუწყვეს ტერორისტული აქტი. თუ მყისიერად, დღესვე არ იქნება დაკავებული დამნაშავე, ეს ნიშნავს, რომ ამ ტერორისტული აქტის უკან, პირდაპირ და ღიად ვამბობ, დგას პრორუსული „ქართული ოცნება“. მე ყველანაირად მხარს დავუჭერ გია ხარჩილავას. ის ვაჟკაცი, გამბედავი ადამიანია, არასდროს უკან არ დაიხევს და წალენჯიხელებთან ერთად ბოლომდე დაიცავს თავის სიმართლეს და გააგრძელებს მხილების პროცესს. მე ვიყავი წალენჯიხაში და ძალიან კარგად ვხედავ განსხვავებას მერის მუშაობის მოსახლეობასთან წალენჯიხაში და ნებისმიერ სხვა რაიონში, ამას ის არ გადაუხვევს“, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის,  წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას გვიან ღამის მის საცხოვრებელ სახლთან პირადი ავტომობილი დაუწვეს.

მსგავსი თემები