,,ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა არასდროს ყოფილა ბულგარეთის ტერიტორიაზე”- ბულგარეთის მთავრობა

ბულგარეთის მთავრობის განცხადებით, სატვირთო მანქანა, რომელიც რუსეთის გამოძიების მტკიცებით, ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეში ფიგურირებს, ბულგარეთში არასდროს ყოფილა.

„სარწმუნოდ დამტკიცებულია, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა არასდროს ყოფილა ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რომელიც მითითებულია მისი მარშრუტის საწყის წერტილად“, – აცხაადებენ ბულგარეთის მთავრობაში.

მათივე ცნობით,  ბულგარეთის მთავრობა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ მისი ქვეყნის სახელი ასოცირებული იყოს ტერორისტულ საქმიანობასთან რამე სახის კავშირთან.

 

 

მსგავსი თემები