ევროკავშირი პუტინის განკარგულებას ატომური ელექტროსადგურის მითვისებაზე ბათლად აცხადებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განკარგულებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროადგური რუსეთის შემადგენლობაში გადადის. პუტინის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განკარგულება ბათილია.

„ევროკავშირი არ აღიარებს და კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების უკანონო ანექსიას. ამიტომაც, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მითვისების შესახებ განკარგულება უკანონო და იურიდიულად ბათილია. რუსეთმა მთლიანად უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები და ტექნიკა და ატომურ სადგურზე კონტროლი გადასცეს მის კანონიერ მფლობელს, უკრაინას”, – აცხადებს ჯოზეფ  ბორელი.

 

მსგავსი თემები